29 სექტემბერს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე შეხვდა პირველკურსელ სტუდენტებს. საუბარი შეეხო სწავლასთან და სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები. საუბარი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.